რეზონანსი
(08.04.2025)

ქუთაისში მარი ბროსეს ქუჩაზე, Psp-ს აფთიაქში ავტომობილი შევარდა. შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა.

მესხიშვილის თეატრის უკან მდებარე აფთიაქში ჩამსხვრეულია ვიტრინა. როგორც ადგილზე აცხადებენ მსუბუქი ავტომობილი ჯერ აფთიაქში შევარდა, უკან დახევის დროს კი მეორე ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაწყებულია საქმის მოკვლევა.

წყარო: mega.tv

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე