რეზონანსი
(08.04.2025)

ჩხუბი მოხდა რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე. "ინფო რუსთავის" ცნობით, მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ერთერთ რესტორანში დაიწყო და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით რამდენიმე კაცმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

სამართალდამცავებმა რამდენიმე კაცი სიტუაციას განარიდეს ხოლო 1 მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე