რეზონანსი
(07.04.2025)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია MarneuliNews.ge-მ გაავრცელა. 71 წლის ქალის ცხედარი 6 აპრილს, საღამოს ნახეს. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, შესვლისას გარდაცვლილის ირგვლივ სისხლის ნაკვალევი დაინახეს, რაც მოხუცი ქალის განზრახ მკვლელობაზე მიანიშნებს.
შემთხვევის ადგილზე ღამით პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



