
კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის ახალ დადგენილებაზე, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს. სიახლის მიხედვით, დამკვირვებლები ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. "ძლიერი საქართველო" კი ამტკიცებს, რომ დადგენილება საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება და მის გაუქმებას ითხოვს.
"აღნიშნული ცვლილებები, რომელიც ცესკომ მიიღო, სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსს. კერძოდ, საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს, რომ დამკვირვებლებს უნდა შეეძლოთ სრულად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. ცესკოს დადგენილებით კი აღნიშნული მათ შეეზღუდებათ. ჩვენ ვგეგმავთ, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი მეთოდი, რათა ამ უკანონობას დავუდგეთ წინ," - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თორნიკე ართქმელაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



