რეზონანსი
(05.04.2025)

ლა ლიგის 30-ე ტურის დაპირისპირებაში გიორგი მამარდაშვილმა მე-13 წუთზე „ვალენსიას“ კარში დანიშნული პენალტის დროს ვინისიუს ჟუნიორის დარტყმული ბურთი მოიგერია. პენალტის შესრულებამდე ფეხბურთელები დანაძლევდნენ.
"პენალტის შესრულებამდე მე და ვინისიუსმა ვილაპრაკეთ და სანაძლეო დავდეთ 50 ევროზე, რომ მის დარტყმულ პენალტს ავიღებდი. ჯერ არ მოუცია წაგებული", - აღნიშნა ქართველმა გოლკიპერმა თამაშის შემდეგ.
ცნობისთვის, ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



