რეზონანსი
(05.04.2025)

აშშ-ის პრეზიდენტი, უკვე მესამე დღეა, გოლფს თამაშობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიამ გოლფის მოედანზე მიმავალი დონალდ ტრამპის ფოტოც გააიღო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი სატარიფო პოლიტიკაზე ჩინეთის რეაქციის შესახებ „ნიუ იორკ პოსტის“ სტატიას კითხულობს.

მედია აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი გოლფს იმ დროს თამაშობს, როდესაც მსოფლიო მისი სატარიფო პოლიტიკით არის შეშფოთებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე