რეზონანსი
(04.04.2025)

მადლობა ნდობისთვის, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა სულხან თამაზაშვილმა.
„ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ამძაფრებს ის გარემოება, რომ მე ამ კუთხის შვილი ვარ - დავიბადე და გავიზარდე აჭარაში, ჩემს მეხსიერებაში ყველაზე კარგი თუ რამე მახსენდება, სწორედ ამ წლებს უკავშირდება. მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემს ხალხს და რესპუბლიკას“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



