რეზონანსი
(03.04.2025)

 გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები მსოფლიო ეკონომიკას დააზიანებს.

შოლცის თქმით, ეს ზომები პირველ რიგში ზიანს ამერიკის ეკონომიკას მოუტანს მაშინაც კი, თუ ევროკავშირი საპასუხოდ არ იმოქმედებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის უახლესი გადაწყვეტილება ტარიფების შესახებ, ჩემი აზრით, საფუძველშივე არასწორია და წარმოადგენს შეტევას სავაჭრო სისტემაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ვითარდებოდა, რაც ამერიკის მიღწევაცაა. საპასუხოდ საერთოდ არაფერი რომ არ გავაკეთოთ, ტარიფები თავად გახდება ამერიკის ეკონომიკის პრობლემა, ეს იქნება ძალიან დიდი ეკონომიკური შეცდომა", - აღნიშნა შოლცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე