რეზონანსი
(03.04.2025)

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით, ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ის ამ თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ სამი წლით დაიკავებს.

მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი კი, წინააღმდეგი იყო. საბჭოს სხდომას თერთმეტივე წევრი ესწრებოდა.

ვასილ მაღლაფერიძის გარდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი არ დასახელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე