რეზონანსი
(03.04.2025)

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, შავიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
500 მმ-იანი სანიაღვრე ქსელი 150-მდე გრძივ მეტრზე ეწყობა, ასევე, მონტაჟდება საკონტროლო ჭები და წვიმმიმღები ცხაურები.
სამუშაო პროცესს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



