რეზონანსი
(03.04.2025)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მთავრობა ვარაუდების საფუძველზე ასანქცირებს ქართველ მოსამართლეებს.

"მაშინ, როდესაც, საკუთარი აღიარებითვე, მხოლოდ ეჭვების და ვარაუდების საფუძველზე, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მთავრობა ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს, კორუფციის დადასტურებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული და ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ლონდონში", - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე