რეზონანსი
(03.04.2025)

თბილისში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ოთხ ადამიანს შორის დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე