რეზონანსი
(02.04.2025)

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 1-ელი მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.

„1-ელი მაისიდან სოხუმის აეროპორტში სრულფასოვანი ავიამიმოსვლა ამოქმედდება“, - განაცხადა სერგეი კირიენკომ.

მისი თქმით, „რუსეთი და აფხაზეთი ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორები არიან“.

ცნობისთვის, მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი ავიაკომპანია ЮВТ Аэро-ის მიერ 7 თებერვალს განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე