
მიანმარში, სადაც დამანგრეველმა მიწისძვრამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაღუპულთა ხსოვნას დღეს წუთიერი დუმილით პატივი ადგილობრივი დროით 12:51 საათზე, ზუსტად იმ დროს მიაგეს, როდესაც პარასკევს მიწისძვრა მოხდა. ამასთან, მიანმარის მმართველი სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამაშველო დახმარება მთელი მსოფლიოდან მოიწვიეს, მათ შორის ჯგუფები რუსეთიდან, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან.
შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის ბიძგებმა მიაღწია, ჩამონგრეული მშენებარე ცათამბჯენის ნანგრევების ქვეშ ათობით მუშა რჩება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



