რეზონანსი
(01.04.2025)

მარნეულში ავარიისას დაშავებულ ქალს ოპერაცია უკეთდება. 31 მარტს 26 მაისის ქუჩაზე, ქვეითს ავტომობილი საღამოს საათებში დაეჯახა. დაშავებული ააიპ „სუფთა მარნეულის" თანამშრომელია.

როგორც ამავე კომპანიის ხელმძღვანელმა, რადიო მარნეულთან საუბარში თქვა, ქალს ფეხი აქვს მოტეხილი და სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაციისათვის ამზადებენ.

„ახლა საავადმყოფოში ვიყავი, ფეხი აქვს მოტეხილი და საოპერაციოდ ამზადებენ" - ამბობს სუფთა „მარნეულის" ხელმძღვანელი, ლერი მუმლაძე.

წყარო: რადიო მარნეული

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე