რეზონანსი
(01.04.2025)

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველები “ინფო იმერეთს” უყვებიან, რომ დაშავებულია ორივე ავტომობილში მყოფი 5 პირი.
“ორი ავტომობილი ერთმანეთს გასწრებაში ეჯიბრებოდა, რა დროსაც მესამე ავტომობილი ჩიხიდან გამოვიდა, რის შემდეგადაც გასწრებაში ჩართული ერთ-ერთი ავტომობილი და ჩიხიდან გამოსული მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. ერთ მანქანაში 3 ადამიანი დაშავდა, მეორეში - ორი, სასწრაფოც ადგილზეა და პოლიციაც”,- უყვება შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველი “ინფო იმერეთს”.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



