რეზონანსი
(31.03.2025)

კახეთში, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ტერიტორიაზე მოწყობილ შადრევანთან, მცირე აუზში ჩავარდა.

აუზში ჩავარდნილი ბავშვი ტერიტორიაზე მყოფმა კაცმა შენიშნა. ადგილზე მყოფებმა ბიჭის დახმარება სცადეს, გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო სამსახურიც, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მოხდა.

საგანმანათლებლო ცენტრში რუსეთის მოქალაქე, 6 წლის ბიჭი, დედასთან ერთად ჩავიდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პედაგოგების კონფერენცია მიმდინარეობდა.

დაღუპულს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე