რეზონანსი
(31.03.2025)

აშშ-ის კონგრესის სენატის წევრმა მისურის შტატიდან, ერიკ შმიტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ "იუესაიდის" დახურვა დიდი გამარჯვებაა არამხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის.
„ახლა უკვე ოფიციალურად: "იუესაიდი" მკვდარია. ეს დიდი გამარჯვებაა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის“, - დაწერა შმიტმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ ის ფაქტობრივად შლის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ხოლო მის ზოგიერთ ფუნქციას დეპარტამენტი შეითავსებს. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ "იუესაიდის" რეორგანიზაცია 1-ლი ივლისისთვის დასრულდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



