რეზონანსი
(30.03.2025)

ოქროს ფასმა მორიგი ისტორიული რეკორდი მოხსნა. უფრო კონკრეტულად, თბილისის დროით 16:00 საათზე უნციას ფასმა 3 085 დოლარს გადააჭარბა.

Gold Price-ის მონაცემებით, ფასი ბოლო ერთი თვის ჭრილში 5.7%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლიურად ოქროს ფასი 36.5%-იან ზრდას აჩვენებს.

როგორც Trading Economics-ი წერს, ოქროს ფასის რეკორდული ზრდა გლობალურმა უსაფრთხოების გამოწვევებმა, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და აშშ-ის „სატარიფო ომის" ფონზე შექმნილმა გაურკვევლობამ გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე