რეზონანსი
(29.03.2025)

ბუდაპეშტში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასი მიმდინარეობს. ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალური შეხვედრა მან გერმანელ მოფარიკავესთან ანგარიშით 15:12 დათმო. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო აქვეყნებს.

ფინალურ ბრძოლამდე სანდრო ბაზაძემ მერვედფინალში ამერიკელი მოფარიკავე ანგარიშით 15:13 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კორეელ მოწინააღმდეგეს ანგარიშით 15:12 სძლია.

ქართველი მოფარიკავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე