რეზონანსი
(29.03.2025)

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება.

როგორც ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს, "ელენე ხოშტარია უსამართლოდ იქნა დაკავებული ივანიშვილის ლაჩრული, ანტი-ამერიკული რეჟიმის მიერ".

„საკვანძო ქართველი ოპოზიციური ლიდერი ელენე ხოშტარია უსამართლოდ იქნა დაკავებული ივანიშვილის ლაჩრული, ანტი-ამერიკული რეჟიმის მიერ. ის და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ," - წერს უილსონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე