რეზონანსი
(28.03.2025)

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, კაპიტოლიუმის სისინა გველხოკერები ვერანაირად იჯერებენ, რომ საქართველოში ე.წ. ფერადი რევოლუცია, თანაც უგვანო კრებსითი სალომე ზურაბიშვილისა და სხვათა ლიდერობით ვერასოდეს მოხდება.

„ავხსნი ე.წ. „მეგობარ“ ანუ ანტიმეგობრულ აქტზე. ეს გახლავთ PR-სისულელე, ნაცსექტაში ცრუ მოლოდინების გამღვივებელი. კანონპროექტს სხვა ათთან ერთად კენჭი უყარეს კომიტეტის სხდომაზე. ამის შემდეგ პროცედურებია - პლენარულ სხდომებზე განხილვა და ბოლოს პრეზიდენტი ტრამპის ხელმოწერა. ზაფხულამდე ამის გამტანი არავინაა, სხვა პრიორიტეტებია დღის წესრიგში.

კაპიტოლიუმის სისინა გველხოკერები ვერანაირად იჯერებენ, რომ აქ ე.წ. ფერადი რევოლუცია, თანაც უგვანო კრებსითი სალომე ზურაბიშვილისა და სხვათა ლიდერობით ვერასოდეს მოხდება. დასაცინნი არიან, თუმცა ქართულმა მართლმსაჯულებამ მყარი სამხილებით პასუხი უნდა აგებინოს მოღალატეებს“, - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე