რეზონანსი
(24.03.2025)

ახალმა დავალებამ არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო, ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოცილურ ქსელში წერს.

„დათბა დღეს… ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – FARA-ც რუსული კანონიაო… ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!

არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე