რეზონანსი
(23.03.2025)

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია, რომელიც „დინამო არენაზე" გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



