რეზონანსი
(23.03.2025)

რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან მამა და მისი 5 წლის შვილი. დაშავებულთა შორის 11 თვის ბავშვია.

„დრონების მასირებული თავდასხმა კიევზე“, – დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ არხზე.

დრონებით იერიშის შედეგად კიევის სხვადასხვა უბანში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე