რეზონანსი
(21.03.2025)

პოლიტიკური პარტია, ან პოლიტიკური პარტიის წევრი, ან ტუნდაც, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება პოლიტიკაში, პოლიტიკურ პროცესში ჩართული, თუ ის არჩევნებში არ მონაწილეობს, - განუცხადა პარლამენტში ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკის „ანა-ბანას წარმოადგენს".

„ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტს, არ მიიღოს ნებაყოფლობით არჩევნებში მონაწილეობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვისაა საზიანო. ამით ხელისუფლებას ვერაფერი დააკლდება", - აღნიშნა წულუკიანმა.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირებაა. მათ პოზიციების შეჯერება ამ საკითხზეც უჭირთ და საერთო გადაწყვეტილებაზე ვერ ყალიბდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე