რეზონანსი
(21.03.2025)

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„მერაბ ნინიძე აქციების დაწყებიდან 111-ე დღეს ღიად შეუერთდა პროტესტს. რატომ დავწერე ნინიძეზე? ცნობილი მსახიობია, შრომით შექმნა წარმატება და მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამს გარე სამყაროს, რა ინფორმაციას ავრცელებს საკუთარ სამეგობროში.
ეს არ არი ჩვეულებრივი პროტესტი. ახალი ერი იბადება ამ პროტესტით, სამოქალაქო ერი. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, ამხელა ამბის მომსწრე თუ გავხდებოდი და ვარ ძალიან ბედნიერი, მიუხედავად ყველა სირთულისა.
70+ კლუბი ვერ დაჩაგრავს ახალ თაობას და ვერც ტვინს გამოულაყებს. მთელ მსოფლიოში მძლავრობს ახლა ეს კლუბი და ერთიანად დამთავრდება“, - დაწერა მელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



