რეზონანსი
(20.03.2025)

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მიმართა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე მუშაობის დაწყება შესთავაზა.

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დამტკიცებულია და ხელმოწერას ელის. მე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ვთავაზობ დავიწყოთ ერთობლივი კონსულტაციები შეთანხმების პროექტის ხელმოსაწერად“, - დაწერა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ერევანმა მიიღო ბაქოს წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით. იგივე დაადასტურა აზერბაიჯანულმა მხარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე