რეზონანსი
(20.03.2025)

„ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს არჩევნებში, მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებს, რათა ხელი შეუშალოს ხალხის ნებას. ისინი ვერსად გაიმარჯვებენ! ჩვენ ერთად ვდგავართ მტკიცედ“, – დაწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გამოცემა Times of Israel აღნიშნავს, ისრაელის პრემიერის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიციამ დაკითხვის მიზნით დააკავა ორი ეჭვმიტანილი ნეთანიაჰუს თანაშემწეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გამოძიება სწავლობს პრემიერ-მინისტრის ერთი ან მეტი თანაშემწის მიერ კატარიდან ათასობით დოლარის შესაძლო მიღების საკითხს.

გამოცემა Times of Israel ასევე წერს, რომ თავდაპირველად ნეთანიაჰუმ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა და იგივე ტექსტი თავის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე