რეზონანსი
(19.03.2025)

სტამბულის მერის დაკაების შემდეგ, 19 მარტს თურქული ლირა 12.7%-ით გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე - 42-იან ნიშნულამდე დაეცა.ასევე მკვეთრად გაუფასურდა ობლიგაციები და აქციები. საერთაშორისო ობლიგაციების ღირებულება 1 ცენტით, აქციების კი 6%-ით შემცირდა.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს უცხოური ვალუტის რეკორდული რაოდენობა მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა.

სააგენტო როიტერის ცნობით, პარტიამ იმამოღლუს დაკავებას უწოდა „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ”. თავად ექრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე