
NASA-ს Crew 9-ის მთელი ეკიპაჟი: ბუჩ ვილმორი, სუნი უილიამსი, ნიკ ჰეიგი და რუსი კოსმონავტი ალექსანდრე გორბუნოვი, 18 მარტს, საღამოს ფლორიდის სანაპიროსთან უსაფრთხოდ დაეშვა.
სანამ ასტრონავტებს კაფსულიდან გადმოიყვანდნენ, მოწყობილობის შემოწმება ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც მათი სხეულები დედამიწის პირობებს შეეჩვივნენ, ნელ-ნელა დაიწყეს გამოყვანა.
ისინი სამედიცინო შემოწმებისთვის, დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემოწმების გავლის შემდეგ, ეკიპაჟს ვერტმფრენით გადაიყვანენ ფლორიდის აეროპორტში, საიდანაც ჰიუსტონში - NASA-ს კოსმოსური სააგენტოს შტაბ-ბინაში დაიდებენ ბინას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



