რეზონანსი
(19.03.2025)

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა. თურქული მედიის "ანადოლუს" ცნობით, ეკრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
გარდა ამისა, თურქეთის პროკურატურამ, დაახლოებით, 100 ადამიანის დაკავების ორდერები გასცა. ამასთან, ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და ოთხი დღით ქალაქში დემონსტრაციები აკრძალა.
სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



