რეზონანსი
(19.03.2025)

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში უცნობმა პირებმა ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა 18 მარტის ღამეს მოხდა. საბედნიეროდ, ხელყუმბარა არ აფეთქებულა და არც რაიმე ტრაგედია მომხდარა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემზარავი თავდასხმის უკან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები იდგნენ. მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ კრიმინალური სამყაროს წევრებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა.
ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევები სწორედ მარნეულში გახშირდა.
წყარო: Aktual.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



