რეზონანსი
(17.03.2025)

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ხანძარია. ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მეხანძრე მაშველები ადგილზე იმყოფებიან. მათივე ცნობით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



