რეზონანსი
(17.03.2025)

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ის გელა უძილაურია, რომელიც თბილისში სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს.

შეგახსენებთ, მკვლელობა ვაკეში 2 დღის წინ, გვიან საღამოს მოხდა. როგორც არის ცნობილი, მკვლელის იდენტიფიცირება მალევე მოხერხდა.

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე 14 მარტს მოკლეს. დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკიდან მეორე დღეს გაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე