რეზონანსი
(17.03.2025)

სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოპარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს.

„ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეებზე“, – წერს პაპუაშვილი.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე