რეზონანსი
(16.03.2025)

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია 25 წლის ნაირა ვაშაყმაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 10 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

წყარო: „დაიჯესტი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე