რეზონანსი
(16.03.2025)

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა. კარნის თქმით, ის ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ახლო მოკავშირეებს „უკრაინის მშვიდობისკენ მიმავალი გზის განსახილველად".

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებას.

„ახლა რუსეთი უნდა მორჩეს გაჭიანურებას და შეწყვიტოს თავდასხმები. დადგა დრო, რუსეთი ნებაყოფლობით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან", - წერს კანადის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

მარკ კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა უკრაინის ერთგული მოკავშირეა.

„ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს თავდაცვისთვის საჭირო სამხედრო მხარდაჭერა - ახლაც და მომავალშიც", - დასძინა კანადის პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე