რეზონანსი
(16.03.2025)

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ქალაქ კოჩანში მდებარე კლუბ „პულსში“ დღეს გამთენიისას გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი კონცერტის დროს გაჩნდა, რომელსაც 1 500-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, პიროტექნიკური საშუალებების გამოყენებამ გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



