რეზონანსი
(16.03.2025)

მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. შემთხვევა წუხელ, ღამის საათებში მოხდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო გიორგი ბუშელაშვილმა გაავრცელა. მოქალაქეებმა და მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს.
მანამდე აღნიშნულ მონაკვეთზე, მანქანა მტკვარში ორჯერ გადავარდა.
11 მარტს მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს. 4 მარტს ტრაგიკულ შემთხვევას ავტომობილის 24 წლის მძღოლი ემსხვერპლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



