
ესტონეთმა დამოუკიდებლად დააწესა სანქციები რუსეთის სპორტის მინისტრ დეგტიარევის, ბიზნესმენ კანტორისა და ბიზნესმენ უსმანოვის დის წინააღმდეგ. ეს მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირმა სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს წახკნა გაავრცელა.
ახლახანს ევროკავშირმა უნგრეთთან შეათანხმა პოზიცია 2025 წლის სექტემბრამდე ანტირუსული სანქციების გახანგრძლივების შესახებ. შედეგად რუსეთის სამი მოქალაქე განთავისუფლდა შეზღუდვებისგან, რასაც ბედაპეშტი ითხოვდა.
საუბარია ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვაზე, მილიარდერ ვიაჩესლავ მოშე კანტორზე, რუსეთის სპორტის მინისტრზე მიხაილ დეგტიარევზე. ასევე სანქციების სიიდან ამოიღეს EuroChem-ის ყოფილ ხელმძღვანელზე ვლადიმერ რაშევსკი, რომელსაც შეზღუდვები „სუსტი საკანონმდებლო ბაზის" გამო გაუქმდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



