რეზონანსი
(15.03.2025)

იუსტიციის დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

„სადაც სიკვდილით დასჯაა, იქ არ არის ნარკოტიკები“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„უბრალოდ არ ვიცი, მზად არის თუ არა ეს ქვეყანა ამისთვის. ჩვენ ვაწარმოებთ ამ კამპანიას და ვფიქრობ, რომ ამ კამპანიის მეშვეობით შეგვიძლია ამის 50%-ით შემცირება. როცა ადამიანები ხედავენ ყველა იმ საშინელებას, რასაც ეს ნარკოტიკები იწვევს, განსაკუთრებით ფენტანილს ვგულისხმობ. როცა ისინი ხედავენ ყველა იმ საშინელ შედეგს, რაც ნარკოტიკების მიღებას მოჰყვება. არსებობს საფრთხე. ბევრი ადამიანი მოიხმარს ფენტანილს“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე