რეზონანსი
(14.03.2025)

ფოთში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ხობის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.
წყარო: რუსთავი 2
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



