რეზონანსი
(13.03.2025)

თურქეთში, ქალაქ ბოლუში ტყის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბოლუს და მიმდებარე რეგიონების სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

ქარხანაში გაჩენილი ხანძრი გამო, ქალაქში ძლიერი დაკვამლიანებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე