რეზონანსი
(12.03.2025)

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

უწყვეტი პროტესტის 105-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

პარალელურად, მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით „აჭარლების მარში“ მოემართება, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე