რეზონანსი
(11.03.2025)

"ღვინის ქარხნის" ტერიტორიაზე მდებარე რესტორან "ტავერნა მინთში" ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო მანქანა მუშაობს.

როგორც "ტავერნა მინთის" თანამშრომლები აცხადებენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. ცეცხლი გავრცელებულია რესტორნის სახურავის მთელ პერიმეტრზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე