რეზონანსი
(11.03.2025)

დონალდ ტრამპი აშშ-ში კანადიდან შესულ ფოლადსა და ალუმინზე დაგეგმილი ტარიფის 25-დან 50%-მდე გაზრდას გეგმავს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ის პლატფორმაზე წერს.

ტრამპის თქმით, დაგეგმილი ტარიფის გაორმაგება დაკავშირებულია კანადის გადაწყვეტილებასთან 25%-იანი ტარიფი დაუწესოს აშშ-ში ექსპორტზე გასულ ელექტროენერგიას.

"ასევე კანადამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს თავისი 250-დან 390%-მდე ფერმერების ანტიამერიკული ტარიფი სხვადასხვა ამერიკულ რძის პროდუქტზე, რომელიც დიდი ხანია აღმაშფოთებლად მიიჩნევა. უახლოეს მომავალში ელექტროენერგიაზე ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ, საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე", - წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე