რეზონანსი
(10.03.2025)

ინგლისის სანაპიროსთან ნავთობტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთის ზღვაში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთმანეთს ნავთობტანკერი Stena Immaculate-ი და სატვირთო გემი Solong-ი შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
სამაშველო ოპერაციაში დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვის სამაშველო ნავები და ვერტმფრენები მონაწილეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



