რეზონანსი
(10.03.2025)

ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, რეს­ტორ­ნი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია მო­პირ­და­პი­რედ მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­ვარ­და. ტყვი­ამ ფან­ჯა­რა ჩა­ამ­სხვრია. ბინაში მცხოვრებმა ქალმა აღნიშნა, რომ ხუთ­ჯერ გა­ის­რო­ლეს.

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ გა­ვი­გეთ ხუთ­ჯერ გას­რო­ლის ხმა. ჩვენ ვცხოვ­რობთ ბე­ლი­აშ­ვილ­ზე, „წის­ქვი­ლის“, „თე­ატ­რის“ რეს­ტორ­ნე­ბის პირ­და­პირ. ვცხოვ­რობთ მე-16 სარ­თულ­ზე. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­ვდა ტყვია და ჩვენ მი­სა­ღებ­ში ვი­ყა­ვით. თა­ვი­დან ფე­ი­ერ­ვერ­კის ხმა გვე­გო­ნა, მაგ­რამ მე­ხუ­თე გას­რო­ლის ხმა არ იყო, სა­ში­ნე­ლი მსხვრე­ვის ხმა იყო"- აღ­ნიშ­ნა მან.

მო­ქა­ლა­ქის თქმით, ტყვია შე­ვარ­და მე-14 სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე სახ­ლშიც.

"ჩვენ მე-16 სარ­თულ­ზე ვართ. მე-14 სარ­თულ­ზე ორი­ვე შუშა და­ზი­ან­და და შე­ვარ­და [ტყვია]. გა­ა­ტა­რა ტყვია ორი­ვე შუ­შამ და ღმრთის წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩით"- თქვა მან.

"ფორმულა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე