რეზონანსი
(09.03.2025)

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან.
ასევე, სესიის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალთა სტატუსის კომისიისა და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებებში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



